TFW Press Release 30/03/2015

                 პრესრელიზი                                                              30/მარტი/2015

 

 

თბილისის მოდის კვირეული 16-19 აპრილს გაიმართება

 

ჰონდას ცენტრი თბილისი წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.

 

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა: ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, ლელა ელოშვილი, რია ქებურია, მარიამ გვასალია, დიანა ქვარიანი, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი. მოდის სახლი „მატერია“ კი ორ დიზაინერს წარმოადგენს – ლექსო ახალკაციშვილი და ლიკა ჩიტაია ცალ-ცალკე ჩვენებას გამართავენ. კვირეულზე ასევე წარდგება უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია. ასევე, კვირეულის განრიგშია MORE is LOVE და N-DUO-CONCEPT.COM-ის ღონისძიებები.

 

ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება დიდი შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეო მასალაში ასახავენ; სპეციალურად Style.com-თვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა დარია შაპოვალოვა, რომელიც   Style.com-თვის გააკეთებს სტატიას. ქართული მოდა ასევე  გაშუქდება ყაზახეთის  ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.

 

მოდის კვირეულის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის ე. წ Buyer-ი (მყიდველი) ესტუმრება. ასევე, საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად განთავსდება სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეიქრო ინდუსტრიის განვითარება “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად მეწარმეობის განვითარების სააგენტო მეშვეობით ხორციელდება მოსარგელე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და სპეციალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

 

კვირეულის ფარგლებში რამდენიმე არტ ღონისძიებაც გაიმართება: Project ART BEAT წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; თბილისის ფოტო ფესტივალის მხარდაჭერით 16 აპრილს ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, ხოლო თავად ფოტოგრაფი თბილისს 20 აპრილს ეწვევა და მასტერკლასსაც გამართავს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის  მხარდაჭერით; თბილისის მოდის კვირეულის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა ახალგაზრდა ხელოვანი თეონა გაგლოევა, რომლის ილუსტრაციაც კვირეულის განახლებული იმიჯის ლეიტმოტივია.

 

თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის ოფიციალური წარმდგენი „ჰონდას ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შემოთავაზებას აკეთებს. აპრილის თვეში იგი აცხადებს საგაზაფხულო ფასების ფესტივალს, ხოლო კონკრეტულად კვირეულის თარიღებში 16-19 აპრილს კიდევ დამატებით ფასდაკლებას. კვირეულის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ტესტ-დრაივი გააკეთონ ჰონდას ავტომობილით, გაეცნონ ბრენდის უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზევე ისარგებლონ „ჰონდას“ უპრეცენდენტო შემოთავაზებით.

 

2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის პარტნიორი გახდა.

 

ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ შოუ-რუმი, განიტვირთონ ლაუნჯში და დააგემოვნონ უგემრიელესი „რაფაელო“, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის  სპონსორია.

 

19 აპრილს, თბილისის მე-11 მოდის კვირეული, მოძრაობის თეატრში ჟურნალ „ნარგის საქართველოს“ წვეულებით დაიხურება. ღონისძიების გარელოკაციას პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს  დეკორი” უნიკალური, დეკორატიული ჯიშის მცენარეებით გააფორმებს.

 

თბილისის მოდის კვირეულს წარმოადგენს ჰონდას ცენტრი თბილისი

 

ღონისძიების პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, გაბუნია და პარტნიორები.

ოფიციალური მასპინძელი – „ივერია ჯგუფი“

ოფიციალური კოსმეტიკა – „ორიფლეიმი“

მხარდამჭერები: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის საკრებულო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

 

პარტნიორები: “Raffaello”, „Outdoor.ge“, ლაუნჯი „Academy”, სასტუმრო „VINOTEL“ და სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”.

 

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, “სტარვიზია“, „ARTAREA“.

გენერალური მედია პარტნიორები ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

 

Tbilisi Fashion Week will held on April 16-19

 

 

Honda Center Tbilisi presents the 11th season of Tbilisi Fashion Week. The most stylish event in Georgia will be hosted by Iveria Group at the brand new building, located at Rose Revolution Square. The venue will unite main catwalk (II floor), designer’s showroom and the lounge (I floor).

 

This season TFW presents about 20 designers shows, as well as an Art exhibitions and presentations. Following Georgian designers will present their F/W collections: Anouki Areshidze, George Shaghashvili, DALOOD, Lela Eloshvili, Ria Keburia, Mariam Gvasalia, Diana Kvariani, Tako Mekvabidze, George Keburia, Fashion house Materiel, Atelier Kikala, fashion house “Desserts” from Ukraine and the winner of Newcomers competition from the previous season – Sali Pangani. Also, the concept stores MORE is LOVE and N-DUO-CONCEPT.COM will host TFW guests.

 

Designer’s showroom will work during the Fashion Week every day from 16 to 19 April. Georgian Designers will exhibit their seasonal collections as well as accessories. Showroom will be open from 12pm. till the late evening with free admittance. 

 

With a great support of the Georgian National Tourism Administration, representatives of very important and famous fashion editorials will visit Georgia during the Fashion Week: L’Officiel Russia, Vogue Italia, Style.com, Elle/Kazakhstan, Nargis / Azerbaijan, Interview Russia etc. Besides the Fashion events, guests will also visit some historical and cultural places of Georgia.

 

Side by side of Georgian designers, LEPL Entrepreneurship Development Agency of Georgia will present the Georgian Loom Industry production in TFW showroom. EDA helps local Enterprises in getting business consulting and easy accessible financial sources, as the development of Georgian Loom Industry is one of the most prioritized directions in frames of the project “Enterprise in Georgia”. Also, with a big support of EDA, few important Buyer companies will visit TFW.

 

On April 16, two interesting exhibitions will be opened in frameworks of TFW. The Project ArtBeat will present young Georgian Artist – Nika Sakhanberidze. Exhibition will be shown in a huge container, placed at Rose Revolution Square. And the MOMA (Museum of Modern Art) Tbilisi will host the Photo Exhibition “Shadow of the Swan” by Gregoire Eloy (France). The photo exhibition will continue from 16 to 26 April. On April 20, Author, Mr. Eloy, will provide a master-class for young Georgian colleagues. This project is supported by Tbilisi City Hall, Center of Cultural Events.

The pleasant surprise of TFW organizers was a young Georgian designer Teona Gagloeva, who created a new image – Fashion Illustration for Tbilisi Fashion Week 11th edition.

 

Honda Center Tbilisi will also surprise customers with the special offers. Especially for TFW dates 16-19 April, prices will be extremely reduced. TFW guests will have an opportunity of the test driving on brand new Honda and learn more about the brand’s latest technologies.

 

The official cosmetic of TFW for the year 2015 is Oriflame. The make-up professionals will work at TFW backstage with Oriflame cosmetics and under the coordination of Mr. Andris Ruskulis, specially invited for this event.

 

Between the Fashion shows, TFW guests will have an opportunity to visit showroom, have a rest in lounge and taste the delicious Rafaello, the sponsor of the event.

 

The 11th edition of Tbilisi Fashion Week will be officially closed on April 19th at the Movement Theater with after party, hosted by Nargis Magazine Georgia. The outdoor event venue will be decorated by the Polish-Georgian Company “AGROMAX DÉCOR”, with the unique, decorative plants.

 

Tbilisi Fashion Week will be presented by Honda Center Tbilisi

TFW Partners: “Georgian Events”, Modeling Agency “Geomodels”, low firm “Gabunia & Partners”

Official Host – “Iveria Group”

Official Cosmetics – “Oriflame”

Supporters: Tbilisi City Hall Center of Cultural Events, Ministry of Culture and Monument Protection of Georgia, Georgian National Tourism Administration, Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, LEPL Entrepreneurship Development Agency of Georgia, Zurab Tsereteli Museum of Modern Art;

Sponsors / Partners: “Rafaelo”, “Outdoor.ge”, lounge “Academy”, hotel “Vinotel” and the Beauty studio-salon “KEUNE”.

Media support: “Music Box”, Radio “Fortuna”, “Starvision”, “ArtArea”

General Media partners: Nargis Magazine Georgia and TV Chanel “Rustavi 2”

Leave a Reply

Your email address will not be published.