თბილისის მოდის კვირეული იწყება

თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას კვლავ ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“უმასპინძლებს, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს. თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი ქ. თბილისის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორი TBILISI MALL კვირეულის ორ ღონისძიებას უმასპინძლებს. 7 ოქტომბერს გაიმართება TFW pre Party და MIDNIGHT SHOPPING – ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სპეციალური ფასებითა და შეთავაზებებით ისარგებლონ თბილისი მოლში. ასევე, TBILISI MALL-ში, ერთ-ერთ დახურულ ავტოსადგომზე, დიზაინერ გიორგი ქებურიას ჩვენება გაიმართება 11 ოქტომბერს.

თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღე 18:00 საათზე იწყება MOMA-ში, სადაც  ესტონეთის, შვედეთის დანიისა და ნორვეგიის საელჩეობთან ერთად თბილისის მოდის კვირეული  წარმოადგენს მოდის ილუსტრატორების ესკიზებს ჩრდილოეთის ქვეყნებიდან. უნიკალური ესკიზები გაიყიდება, პირველი ნაბიჯისა (NGO შექმნილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად) და საქართველოს ძაღლთა ორგანიზაციის (ძაღლების თავშესაფარი) სასარგებლოდ და მხარდასაჭერად. გამოფენა 13 ოქტომბრამდე გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალია.

პირველ დღის განრიგში მხოლოდ ერთი ჩვენებაა – გიორგი შაღაშვილი კოლექციას კვირეულის ძირითად ლოკაციაზე, გართობისა და დასვენების ცენტრში „მეტრო“ წარმოადგენს. დღის ბოლოს კვირეულის სტუმრები გადაინაცვლებენ ARTAREA-ს ტერიტორიაზე, სადაც Project ArtBeat გამართავს გამოფენასა და წვეულებას.

10 ოქტომბერს, 11:00-14:00 საათამდე GAU-ში გაიმართება დარია შაპოვალოვას, ადამ კაც სენდლინგისა და გემა ვილიამსის მასტერკლასები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“).  მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს  Atelier 27,  Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების  Studio 10a, SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, Project ArtBeat, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელმაც კვირეულის ამ სეზონის საიმიჯო ფოტო შექმნა.

ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან 22:00 საათამდე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ: VOGUE (Italia, Russia, Australia), NOWFASHION, Style Arabia, W Magazine, Le21ieme, ELLE Australia, Fault Magazine, Noctis Magazine, 55 pages, Tank Magazine, SHOWstudio, All The Pretty Birds, Purple Magazine, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey, Nargis Azerbaijan, Buro24/7 და სხვა. თბილისში ჩამოვლენ ცნობილი მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა,  რაიან ქუფმანსი – ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი, Celebrity IT GIRL ნატალი კანტელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კი ე.წ „ბაიერებს“ უმასპინძლებს, რომლებიც თბილისში ქართველი დიზაინერების გასაცნობად და შესაძენად ჩამოვლენ.

2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს  სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.

 

კვირეულის გენერალური სპონსორი – TBILISI MALL

ოფიციალური მასპინძელი – გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“

კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა – „ორიფლეიმი“

პარტნიორები: ჯორჯიან ივენთსი, სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, გაბუნია და პარტნიორები, დიზაინ სტუდია iStudio, სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, შამპანიური „ბაგრატიონი“, გარდენია შევარდნაძე, სარეკლამო კომპანია ALMA-ალბა, კორპორაცია ქართული ღვინო და სასტუმრო ROOMS TBILISI.

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერია, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „ARTAREA“.

გენერალური მედია პარტნიორები ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2”.