TALENTS WANTED

თბილისის მოდის კვირეულის შემდეგი სეზონი 19-22 აპრილს გაიმართება და მასზე კიდევ უფრო მეტი ახალი და საინტერესო ხელოვანი წარდგება მაყურებლის წინაშე!
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნიჭიერ ხელოვანს, ეძლევა უნიკალური შანსი წარდგეს მაყურებლის, პრესის და სფეროს პროფესიონალების წინაშე, თბილისის მოდის კვირეული აცხადებს განაცხადების ღია მიღებას!
კვირეულში მონაწილეობის სურვილის მქონე დიზაინერი / ხელოვანი / არტისტი ვალდებულია დაიცვას სეზონური ჩარჩოები შემოდგომა/ზამთარი 2018) და წარადგინოს კვირეულის მიერ მოთხოვნილი შემდეგი ინფორმაცია:
1. CV პირადი ინფორმაცია და პროფესიონალური გამოცდილება
2. კოლექციის კონცეფცია
3. კოლექციის ესკიზები
4. ფოტო / ვიდეო / Look book (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
თბილისის მოდის კვირეული შანსს მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ დიზაინერს, რომელიც გაივლის კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპს და მზად იქნება სრული კოლექციის შესაქმნელად / წარმოასაჩენად 1 თვის ვადაში – მინიმუმ 25 კოსტიუმი, სეზონი შემოდგომა/ზამთარი 2018.
განაცხადების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 15 მარტამდე!
მსურველებმა გამოგზავნეთ მოთხოვნილი ინფორმაცია პროექტის ელექტრონულ მისამართზე: newtalents@tfw.ge